ქართული ოჯახი
კომპანია, ქურასბედიანების ოჯახი , რომელიც მართავს რესტორან „ბარბარესთან“ . ზვიადი ქურასბედიანი, მაკა ჯიბუტი,ანდრია ქურასბედიანი და თორნიკე ქურასბედიანი. საქმისა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების გუნდი, სადაც კოლეგიალობა, ურთიერთგაგება და მხარდაჭერა პროფესიონალიზმის განმსაზღვრელია. მაკა ჯიბუტი - დირექტორი 45 წლის, 11 შვილის დედა. „ბუნებით შემოქმედებითი ვარ, ჩემი მიზანია როგორც ოჯახი, ისე ბიზნესი სწორ ღირებულებს დაეყრდნოს. რესტორანი „ბარბარესთან“ მხოლოდ საკვები ობიექტი არ არის, ის კულტურულ - შემეცნებითი რესტორანია, მნიშვნელოვანი მოღვაწისა და მწერლის, ბარბარე ჯორჯაძის დანატოვარის სწორად წარმოდგენის ცდა, განხორციელება და განვითარებაა . მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაა - მთლიანობაში დაინახო შენი ბიზნესი ,სწორად ჩამოაყალიბო მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა და განახორციელო. ზვიად ქურასბედიანი - დამფუძნებელი, შესყიდვების მენეჯერი. აქტიურად ჩართულია ბიზნესის მართვაში, მნიშვნელოვანი ავთენტური, ნატურალური პროდუქტების მოძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მომწოდებლებთან მოლაპარა კებებსა და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. ნატურალური პროდუქტის მოძიება ერთგვარ, სამეცნიერო აღმოჩენას ჰგავს, რაც ამ პროცესს განსაკუთრებულ ინტერესს მატებს. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ზვიად ქურასბედიანი წარმართავს ქართული ოჯახის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან საქმეს. ანდრია ქურასბედიანი - 23 წლის, მთავარი მენეჯერი და მმართველი ბიზნესის პირველი გაკვეთილები ანდრიამ ოჯახში მიიღო. მერე ცოდნა მრავალმხრივ გაიღრმავა, გამოცდილებას შეუზავა და თავისი საქმის პროფესიონალი გახდა. „ბარბარესთან“ოჯახური იდილიის ადგილია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი სტუმრისთვის მყუდროების შექმნას ცდილობს. ჩემი, როგორც გენერალური მენეჯერის ფუნქცია ყველა პროცესის მართვაა, კერძებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისა და, ღვინის მარნის გამრავალფეროვნების ხელშეწყობა, სტუმრისთვის საუკეთესო, მშვიდი გარემოს შექმნის პროცესი, რადგანაც სწორედ ამ ყველაფრის ერთიანობაა „ბარბარესთან“ - ჩვენი საყვარელი რესტორანი.“ თორნიკე ქურასბედიანი 26 წლის, „ბარბარესთან“ მარნის კონცეფციის ავტორი. „ მარნის ასორტიმენტის მოძიებისას თვითონ გამოუცდელი ვიყავი, ვსწავლობდი და ვიზრდებოდი თითოეულ დეგუსტაციაზე, თანდათან სულ უკეთ ვერკვეოდი ღვინის მდგომარეობასა და ხასიათში, რამაც ღვინისადმი ჩემი სიყვარული მეტად გაიზარდა. უკეთ დავაფასე იმ ადამიანების შრომა, ვინც ღვინის დაყენების პროცესში უშუალოდაა ჩართული, ჩვენი მარანი ერთდროულად დემოკრატიისა და ხარისხის მკაცრ, მაგრამ აუცილებელ წესებს ემყარება“.
გაგრძელება დახურვა