რესტორანი „ბარბარესთან“
მე-19 საუკუნის მწერალი და ქალთა უფლებებისათვის აქტიურად მებრძოლი ქალი, კნეინა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე და მისი წიგნი „სრული სამზარეულო“ გახდა რესტორანი „ბარბარესთან“ შექმნის მთავარი ინსპირაციის წყარო. ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნების, მისი ძველი და ტრადიციული კერძების თანამედროვეობაში გადმოტანა და ავთენტურობის შენარჩუნება რესტორან „ბარბარესთან“ შექმნის ძირითადი კონცეფციაა. თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ ადგილზე, შემთხვევით აღმოჩენილი, 1914 წელს გამოცემული წიგნის ახლებურ გააზრებას ეფუძნება „ბარბარესთან“ წარმოდგენილი კერძები. რესტორნის მთავარი მიზანი, ქართული გასტრონომიული კულტურისა და მომსახურეობის სფეროს განვითარებაა. გზა, რომელიც ქართულმა გასტრონომიულმა კულტურამ მე-19 საუკუნიდან დღემდე გამოიარა სირთულეებით, დანაკარგებითა და ტრანსფორმაციითაა სავსე. შესაბამისად, რესტორნის „ბარბარესთან“ მთელი გუნდი ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქართული კულტურის, ტრადიციების, მისი თანამედროვეობაში სწორად დაბრუნების წინაშე. ქართული კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა, თანამედროვე მიღწევებთან ინტეგრაცია, წარსულსა და აწმყოს შორის კავშირის შენარჩუნება, პატიოსნება, პატივისცემა - ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენი საქმიანობა ემყარება. „ბარბარესთან“ ვიყენებთ ავთენტურ, ნატურალურ პროდუქტებს და ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ მისი სიკეთეები, სიმდიდრე და ღირებულება. ზუსტად ამიტომ, ჩვენი მომწოდებლების სიაში მრავლად არიან ქართველი მეწარმეები რეგიონებიდან. რესტორანში „ბარბარესთან“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს, ქართული ღვინო წარმოადგენს. ღვინისა და კერძის სწორი შეხამება ჩვენი გასტრონომიული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. რესტორანი „ბარბარესთან“ არის დამოკიდებულება, ისტორია და კულტურა, რომლის ნაწილიც საქართველოსთან ერთად, მისი ქართველი და უცხოელი სტუმრები ხდებიან. შევეხოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კულინარის, კნეინა ბარბარე ჯორჯაძე-ერისთავის საგანძურს, ვიყოთ მისი ელჩები თანამედროვე ქართულ კულინარიაში და შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მისი ღირებულებები ორი საუკუნის შემდეგ, ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.
გაგრძელება დახურვა